გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ურიგო არ იქნებოდა ამ დღეებში აკერმანის მასწავლებლის, ჯინ შარფის კლასიკური ნაშრომის გახსენება: „როგორ წამოიწყო რევოლუცია და არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი“

1-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ მუხლებს, რომელიც შედის რევოლუციების მოწყობის სახელმძღვანელოდ მიჩნეულ ჯინ შარფის ნაშრომში. მუხლების ჩამონათვალიდან რის უნარი შესწევს რადიკალებს, ამის განსჯა დავით ქართველიშვილმა საზოგადოებას მიანდო.

„ურიგო არ იქნებოდა ამ დღეებში აკერმანის მასწავლებლის, კლასიკური ნაშრომის გახსენება: „როგორ წამოიწყო რევოლუცია და არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი“.

✓ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური)

✓ საჯარო გამოსვლები

✓ ცნობადი სახეების მიერ ხელმოწერილი საჯარო განცხადებები

✓ დაპირებათა და ბრალდებათა დეკლარაციები

✓ ჯგუფური პეტიციები

✓ ლოზუნგები, კარიკატურები, სიმბოლოები

✓ მასმედია, რადიო, ტელევიზია

✓ ჯგუფური ლობბი

✓ პიკეტირება

✓ ფსევდო არჩევნები

✓ ოფიციალურ პირთა დევნა ქუჩაში, სამსახურთან, საცხოვრებელ სახლებთან

✓ ოფიციალურ პირთა საჯარო დაცინვა და შეურაცხყოფა

✓ საპროტესტო ავტოკოლონები, მსვლელობები

✓ დემონსტრაციული პოლიტიკური დამკრძალავი პროცესიები

✓ საპროტესტო მიტინგები ✓ სოციალური და სპორტული საქმიანობის შეწყვეტა

✓ საზოგადოებრივი მოვლენების ბოიკოტირება

✓ სტუდენტური გაფიცვები

✓ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა

✓ პოლიტიკური ნიშნით სავაჭრო პროდუქციის მოხმარებაზე უარი

✓ უარის თქმა საიჯარო და საბანკო ვალდებულებების გადახდაზე

✓ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების სანქცირების პროცესების ინიცირება

✓ მეწარმეთა გაფიცვა

✓ მოვაჭრეთა საყოველთაო გაფიცვა

✓ გადასახადების გადახდაზე უარის თქმა

✓ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ბოიკოტირება

✓ პატიმართა გაფიცვა

✓ სამუშაო ადგილებზე ტოტალური საბოტაჟი

✓ პროტესტის ნიშნად სამსახურების მასობრივი დატოვება

✓ თეატრალური ხასიათის საპროტესტო პერფორმანსები

✓ საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის ბოიკოტირება

✓ არჩევნებისა და მისი შედეგების ბოიკოტირება

✓ სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის ბოიკოტირება

✓ კანონის აღსრულებაზე ტოტალური უარის თქმა

✓ სამართალდამცავის ორგანოების საქმიანობის ხელის შეშლა

✓ საგზაო ნიშნების დაზიანება

✓ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიუღებლობა

✓ ტოტალური ანტისახელმწიფოებრივი დაუმორჩილებლობა

✓ მჯდომარე გაფიცვები ✓ სატრანსპორტო კოლაფსის შექმნა

✓ სასამართლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა

✓ ადმინისტრაციული, სააღსრულებლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა

✓ ამბოხი ✓ დიპლომატიური ღონისძიებებისადმი ხელის შეშლა

✓ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების პროვოცირება

✓ საპროტესტო თვითდაზიანებები, თავის დაწვა

✓ შიმშილობა

✓ ახალი სოციალური წესრიგის დამყარება

✓ გზების ბლოკირება

✓ ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა

✓ ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემების შექმნა

✓ მიწის ნაკვეთების უკანონო დაუფლება, შენობებში უკანონო შეჭრა/დაკავება

✓ მაროდიორობა

✓ სტრატეგიული საკომუნიკაციო სისტემების, ცხელი ხაზების ხელოვნური გადატვირთვა

✓ დაკავება/დაპატიმრების მასობრივი პროვოცირება

✓ პარალელური პარლამენტისა და მთავრობის შექმნა ამ მოკლე ჩამონათვალიდან, თუ რისი განხორციელების რესურსი და შნო გააჩნიათ - თავად განსაჯეთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930