გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის მხარდამჭერია, გარკვეულ სეგმენტში, ჩანს ბუნებრივი მღელვარება მიმდინარე დაძაბულობაზე, თუმცა, ივანიშვილის სიღრმისეული ანალიზით, მისი პროგნოზები ახდა, რასაც უახლე

1-05-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, თბილისის ცენტრში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერებში ბუნებრივი მღელვარება იგრძნობა.


მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილის არაერთი სიღრმისეული ანალიზით, მისი პროგნოზები ახდა, რასაც უახლესი ისტორია ადასტურებს.


„საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერია, გარკვეულ სეგმენტში, ჩანს ბუნებრივი მღელვარება მიმდინარე დაძაბულობაზე თბილისის ცენტრში. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის არაერთი სიღრმისეული ანალიზით, მისი შორსმჭვრეტელი პროგნოზები ახდა და ამას უახლესი ისტორია ადასტურებს. ამჯერად, შეგახსენებთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ამონარიდს ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლიდან. კერძოდ: „საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკივებინა და თუნდაც, არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა.


ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ“... „როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ"... "დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930