გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ამაშუკელი: ადამიანები, რომლებიც დღეს ახალგაზრდებს აქეზებენ, რომელთაც სისხლი სწყურიათ, 26 მაისის მთავარი შემოქმედები იყვნენ

1-05-2024

„KARMA IS A BITCH“ - ჩემო ლევან ხაბეიშვილო, შენ იყავი ის ადამიანი, რომელმაც 26 მაისს სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ, როდესაც აქციის ათასობით მონაწილე ძვლებში დამტვრეული უკლებლივ ყველა (იმის მაგივრად, რომ კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაეყვანათ) ყვითელ ავტობუსებში შეგვყარეს და ასეთ მდგომარეობაში დიღმის და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაგვანაწილეს, შენ კი ფეისბუკზე პოსტი დაწერე ამ სიტყვებით - „რუსთაველის გამზირი ნაგვისგან გაიწმინდაო“ - „KARMA IS A BITCH“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელი წერს და 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის ფოტოს აზიარებს.


როგორც ამაშუკელი აღნიშნავს, ადამიანები რომლებიც დღეს ახალგაზრდებს აქეზებენ, რომელთაც სისხლი სწყურიათ, 26 მაისის მთავარი შემოქმედები იყვნენ.

მისივე თქმით, ვინც იმ დღის მონაწილე იყო, ყველას კარგად ახსოვს, რომ ეს არ იყო მანიფესტაციის დაშლა, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ადამიანების ნეშტი ზოგი სახურავებზე შემოყარეს, ზოგი მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში, ზოგიც მტკვარში გადაყარეს.


„არასოდეს გამიზიარებია ეს სურათი, ყოველთვის ვეწინააღმდეგები და ვგმობ ყველანაირ ძალადობას!!! არც იმ განზრახვით ვდებ ამ სურათს, რომ შედარება გავაკეთო ვინმესთან ან რამესთან! უბრალოდ „KARMA IS A BITCH“. მახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც არა მარტო მე, არამედ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, თანამებრძოლი, ამქვეეყნის გულმხურვალე პატრიოტი, პირდაპირი მნიშვნელობით დასაჯა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ვინც იმ დღის მონაწილე იყო ყველას კარგად ახსოვს, რომ ეს არ იყო მანიფესტაციის დაშლა, არამედ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ადამიანების ნეშტი ზოგი სახურავებზე შემოყარეს, ზოგი მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში, ზოგიც მტკვარში გადაყარეს. (ადამიანები, რომლებიც დღეს ახალგაზრდებს აქეზებენ, რომელთაც სისხლი სწყურიათ, იყვნენ 26 მაისის მთავარი შემოქმედები). 


„KARMA IS A BITCH“ ტყუილად არ მიხსენებია, ჩემო ლევან ხაბეიშვილო, შენ იყავი ის ადამიანი, რომელმაც 26 მაისს სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ, როდესაც აქციის ათასობით მონაწილე ძვლებში დამტვრეული უკლებლივ ყველა (იმის მაგივრად რომ კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაეყვანათ) ყვითელ ავტობუსებში შეგვყარეს და ასეთ მდგომარეობაში დიღმის და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაგვანაწილეს.


შენ კი ფეისბუქზე პოსტი დაწერე ამ სიტყვებით - „რუსთაველის გამზირი ნაგვისგან გაიწმინდაო“. „KARMA IS A BITCH“. ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ბუმერანგივით გიბრუნდება ადამიანს!!!! მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც რწმენით იბრძვის, სწამს და სჯერა თავის სიმართლის. (შეიძლება ეს სიმართლე მცდარიც კი იყოს, მაგრამ ამის სწამს და ქვეყანა უყვარს). მე იქ ვდგავარ, რისი რწმენაც მე მაქვს, სხვა იქ, რისიც მას აქვს, თუმცა ჩვენ ორივე ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ახალგაზრდებს მთელი გულით და ჩემი გამოცდილებით მოგმართავთ, იმოქმედეთ მხოლოდ თქვენი რწმენით, ამ ქვეყნის სიყვარულით და გულიდან გამოძახილით, ნუ გამოაყენებინებთ თქვენს სუფთა, გულწფელ, გულუბრყვილო და გულანთებულ თავს იმ ნაძირლებს, რომლებმაც ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციეს წლების განმავლობაში!!!!!!!


პ.ს. ცალკე მოგიყვებით იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დღეს ახალგაზრდებს იყენებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალს საბოლოოდ წერტილი დაუსვან და იმის რეალიზება მოახდინონ საბოლოოდ, რაშიც 9 წელი არ ეყოთ!!!!!!“ - წერს ამაშუკელი ფეისბუკზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930