გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე: პენიტენციურ სისტემაში რეფორმებით წარმატებულ მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვედრა ჩვენი დემოკრატიის აღიარებაა

28-09-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ საქართველო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წარმატებულ მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვედრა არის საქართველოს დემოკრატიის აღიარება.


„საქართველო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წარმატებულ მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის რომ ვართ, ეს არის რეალურად აღიარება იმისა რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე არის ე.წ გარდამავალ ქვეყნებში დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით. ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების აღიარება იმისა, რომ ადამიანის უფლებები და პირველ რიგში პენიტენციური სისტემა ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე არის ჩვენ ქვეყანაში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.


პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა.

აღნიშნული ინიციატივა და მასში შემავალი ქვეყნები გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930