გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 9,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

28-09-2018

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახმკვლელობაში ბრალდებული ი.ს. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიალაში, ი.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


გ.გ.საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ი.ს. იმავე დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031