გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: პოლიციას როცა ძალადობით უვარდები, შეიძლება, გარკვეული დაზიანებები მიიღო

1-05-2024

პოლიციას როცა ძალადობით უვარდები, შეიძლება გარკვეული დაზიანებები მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება.


„ვხედავთ, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დიდი აგრესია მოდიოდა და საგნებს ისროდნენ. ეს უკვე აღარ არის მშვიდობიანი შეკრება და სცილდება კანონით განსაზღვრულ ფარგლებს. ყველამ კარგად ნახა, როგორ შეიჭრა ხაბეიშვილი პოლიციელებში და თან რა აგრესიით. ამ საკითხებს გამოძიება შეისწავლის და დაადგენს. პოლიცია საკუთარ მოქმედებას კანონის დაცვით ახორციელებს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის მიუხედავად, მოვალეობას პირნათლად ასრულებენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930