გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: ტაქსების რეგისტრაცია პირველი ოქტომბრის მერეც გაგრძელდება

28-09-2018

„ტაქსების რეგისტრაცია ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს და პირველი ოქტომბრის მერეც გაგრძელდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა.


მისი თქმით, ტაქსების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში მოჭარბებული მიმართვიანობის საფუძველი ვერ იქნება.


„იცით, რომ ტაქსების რეგისტრაცია პირველი ოქტომბრის მერეც ჩვეულებრივად გრძელდება შესაბამისად, იუსტიციის სახლში მოჭარბებული მიმართვიანობა არ და ვერ დაუკავშირდება ტაქსებს. იქ სხვა სერვისებიც გაიცემა, მითუმეტეს იუსტიციის სახლებში რიგები მხოლოდ თბილისში არ არის, ტაქსების რეგისტრაციის სერვისი კი მხოლოდ თბილისს ეხება. მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ ტაქსების რეგისტრაცია პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ და ამ სერვისს ყველა გამგეობაში ისევ თავისუფლად მიიღებენ. რეგისტრაცია ასევე ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. რეგისტრაციის გარეშე უბრალოდ ვერ იმოძრავებენ ქუჩაში“ - აცხადებს ბექა დავითულიანი.


მისი თქმით, დღეს რეგისტრაციის დაახლოებით იგივე რაოდენობა დაფიქსირდა, რაც წინა დღეებში ფიქსირდებოდა. მისივე თქმით, დღეისათვის 9400 ტაქსია რეგისტრირებული.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930