გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუ პრორუსული პარტიები და საარჩევნო სუბიექტები 2013-2014 წლებში ამ ქვეყანაში იღებდნენ ხმების 20%-ზე მეტს, ახლა იღებენ 2-3 %-ს

1-05-2024

მარტივ კითხვას გისვამთ, მითხარით ერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება კანონი არ მოგწონდეთ. 10 წუთია, გთხოვთ ერთი არგუმენტის თქმას და თქვენი არგუმენტი არის - „აბა წაიკითხეთ 14 სენატორის წერილი" და აბა ნახეთ, რას ამბობს ქუჩაში ვიღაცო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 


მისივე თქმით, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად მუშაობს ხელისუფლება და იმიტომ ქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით. 


„რაც შეეხება იმას, აყენებს თუ არა ეს კანონი ერთ სიბრტყეზე მტერს და მოყვარეს. ეს არის იმხელა სამარცხვინო, მარტივი სპეკულაცია, რომ ასეთი მეორე ვერ წარმომიდგენია, გეტყვით რატომ - მაგალითად, არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, ამ კანონის მიხედვით, პარტიის დაფინანსება არის აკრძალული ნებისმიერი ქვეყნიდან, იქნება ეს რუსეთი, ამერიკა, ევროპა, აფრიკა თუ ავსტრალია, ანუ ნებისმიერი ქვეყნიდან და კონტინენტიდან არის აკრძალული პარტიის დაფინანსება. ზუსტად იგივე სპეკულაციური მიმართულებით, თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ პარტიების კანონი, მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთ სიბრტყეზე აყენებდა მტერს და მოყვარეს. ეს ხომ უმარტივესი, სამარცხვინო სპეკულაციაა.არის პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ერთ სიბრტყეზე აყენებს ყველა ქვეყანას, შესაბამისად ეს, რაზეც მიდიოდა საუბარი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ თითქოს ეს ნიშნავს ევროკავშირის ან ამერიკის მტრად გამოცხადებას, არის ცარიელი სიყალბე, იმიტომ რომ უკვე მოქმედებს საქართველოში, წლებია, პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად ამერიკას, ევროპას, ეკრძალება საქართველოში პარტიების დაფინანსება. არათუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, საერთოდ ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება.


ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა არის მტრად გამოცხადებული, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით?! რომელიც თუ არ ვცდები 1997 წელს არის მიღებული და იქიდან მოქმედებს, არავის შეუცვლია.რაც შეეხება საფრთხეებს, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად ვმუშაობთ და ამის შედეგი არის ის, რომ თუ მაგალითად საუბარი გაქვთ ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20%, თუ პრორუსული პარტიები და საარჩევნო სუბიექტები 2013-2014 წლებში ამ ქვეყანაში იღებდნენ ხმების 20%-ზე მეტს, ახლა იღებენ 2-3 %-ს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებებით არ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე.


როცა გიფინანსებენ ღიად, უხეშად, ამ ქვეყანაში მაპოლარიზებელ ორგანიზაციებს, იქ რატომ არ უნდა დავიცვათ სახელმწიფო სუვერენიტეტი, იქ არ არის დასაცავი? ამიტომ არის, რომ ნებისმიერი კანონი, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ერთ სიბრტყეზე უნდა აყენებდეს. იმიტომ ქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930