გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 23:20 საათზე რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფებები იღებენ დავალებას, დაუშინონ მძიმე საგნები პოლიციელებს და მიაყენონ შეურაცხყოფა, ამან გახადა აუცილებელი აირის და წყლის ჭავლის გამოყენება

1-05-2024

23:20 საათზე რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფებები იღებენ დავალებას, რომ დაუშინონ მძიმე საგნები პოლიციელებს, მიაყენონ უხეში შეურაცხყოფა, ხელით გაიწიონ მათი მიმართულებით და ამან გახადა აუცილებელი საბოლოო ჯამში როგორც აირის, ასევე წყლის ჭავლის გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთლიანობაში ამ ყველაფერს მოჰყვა ვითარების ესკალაცია. 
„პიკეტირება იყო პირველი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სრული უფლება, რომ ის ტერიტორია გაეწმინდა და ტერიტორიის გაწმენდის დროს, რა თქმა უნდა, იყო იქ ძალის გამოყენება, რაც იყო აბსოლუტურად პროპორციული. ამის შემდეგ დაიკავა კონკრეტული პოზიციები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიშკრის ქვემოთ და ასეთი გეგმა იყო, რაზეც მე პირადად მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან.
ღამის 23:00 საათისთვის ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს და ასეთი გეგმა გვქონდა, იკლებდა უკვე იქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა, უკვე  სერიოზული გადინება იყო და ჩვენი გეგმის მიხედვით 00:00 საათზე მთლიანად უნდა გასულიყო ეზოში სპეცრაზმის ძალები. როდესაც დაინახეს მომიტინგეებმა, რომ მათი რაოდენობა სერიოზულად იკლებდა, არ უნდოდათ ამის ასე დატოვება და დაახლოებით 23:20 საათზე დაიწყო უხეში ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. ეს გამოიხატებოდა საგნების სროლით, რის შედეგადაც მიადგათ უმეტესად პოლიციელებს დაზიანებები.
ეს გამოიხატებოდა ძალიან უხეში შეურაცხყოფით, გინებაზე აღარ მაქვს საუბარ. დაკავებულია გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც პირდაპირ მივიდა და ერთ-ერთ პოლიციელს სახეში შეაფურთხა. ასეთი რაღაცეები ხდებოდა, უმძიმესი პროვოკაციები. დაახლოებით 23:20 საათზე, შეკრების ამ ნაწილმა მიიღო უხეშად ძალადობრივი ხასიათი, მაშინ, როდესაც, შეთანხმებული ვიყავით შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, რომ 00:00 საათზე უნდა დაეტოვებინა სპეცრაზმს მთლიანად პერიმეტრი და გადასულიყო ეზოში. აბსოლუტურად მშვიდობიანად დასრულდებოდა ეს ყველაფერი. მომიტინგეები რამდენჯერმე დაუბრუნდნენ იმ ადგილს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ წარემართათ საკუთარი აგრესიული ქმედებები. ეს არის ფაქტების კონსტატაცია", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930