გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: არ მგონია, დავით ბაქრაძეს არ ახსოვდეს, 2008 წელს რა რეზოლუციას დაუჭირა მხარი მისმა გუნდმა

28-09-2018

„არ მგონია, დავით ბაქრაძეს არ ახსოვდეს, 2008 წელს რა რეზოლუციას დაუჭირა მხარი მისმა სახელისუფლებო გუნდმა“ - განაცხადა ტვ პირველის თოქშოუ „პირველებში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.


არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ დაუჭირა მხარი 2008 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლის მეხუთე პუნქტში ნათქვამია, რომ „ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის დაწყებამ 2008 წლის 7 აგვისტოს გამოიწვია ესკალაციის ახალი დონე, კერძოდ კი ღია და სრულმასშტაბიანი ომი“.


„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ხელს აწერს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი სახელისუფლებო გუნდი და დავით ბაქრაძე უდავოდ საქმის კურსში იყო ამასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს განაცხადა, რომ არ ახსოვს. მე არ მგონია, მას არ ახსოვდეს, 2008 წელს რა რეზოლუციას დაუჭირა მხარი მისმა სახელსუფლებო გუნდმა, ამიტომ ამ ყველაფერს სჯობს, რომ მათ გასცენ პირდაპირ ეთერში პასუხები „ - განაცხადა თალაკვაძემ.


ყოფილი სახელისუფლებიდან 2008 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მიხეილ მაჭავარიანი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გოკა გაბაშვილი, აკაკი მინაშვილი, ლაშა ჟვანია, გიორგი კანდელაკი, დავით დარჩიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930