გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" სხვა შანსი არ აქვს, რომ დღეს არ სცადონ კიდევ ერთხელ ესკალაცია, თუმცა წარმატების არავითარი რესურსი არ აქვთ

1-05-2024

რადიკალურ დაჯგუფებებს, ოპოზიციას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" სხვა შანსი არ აქვს, რომ დღეს არ სცადონ კიდევ ერთხელ ესკალაცია, რადიკალიზაცია, თუმცა წარმატების არავითარი რესურსი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოლიტიკური უმცირესობის თუნდაც ძალადობრივი აქცია პოლიტიკური უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ვერ გახდება.


„ასეთი აქციები იმართება უამრავ ევროპულ ქვეყანაში. თუ,  შედარებაც შეუძლებელია იმასთან, რაც გუშინ ხდებოდა. როცა პოლიტიკური უმცირესობა ატარებს აქციას, თუნდაც ძალადობრივს, როგორ შეიძლება, ეს გახდეს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი. შარშან სხვა ვითარება იყო. შარშან ჩვენი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილიც შფოთავდა ამ კანონთან დაკავშირებით. არ იყო დარწმუნებული, რომ ეს კანონი იყო კარგი. შარშან იყო ეს ვითარება, მაგრამ რაც შეეხება წლევანდელ მოცემულობას, წელს საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს გამჭვირვალობის შესახებ კანონს. აქედან გამომდინარე, წელს უმრავლესობის ნების წინააღმდეგ ვერ დავყვებით უმცირესობის ნებას, მით უმეტეს, როდესაც ეს უმცირესობა არის გამორჩეული ძალიან მძიმე წარსულით და ძალიან მძიმე აწმყოთი", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031