გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება

1-05-2024

შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, კანონის მიღების შემთხვევაში ხომ არ ელოდება დასავლეთისგან სანქციებს „ქართული ოცნების" ლიდერების მიმართ.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადრეც იყო შანტაჟის ენით საუბარი რევოლუციის მცდელობებთან ერთად.


„2020 წელს გვესაუბრებოდნენ შანტაჟის ენით, 2021-ში, 2022-ში, 2023-ში და შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ეს ხალხიც არის გამოცდილი და აქვს თავისი ღირსება. ამიტომ, ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930