1-05-2024
კოლექტიური „ნაცმოძრაობა", რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას დღეს უწევს მთელი ძალადობრივი რესურსის განიავება, რაც მათ არჩევნების შემდგომი პერიოდის მუხტს შეუმცირებს.
„მათ უწევთ, დღეს ეს ძალადობრივი რესურსი გაანიავონ, რაც რა თქმა უნდა, მოაკლებს მათ მუხტს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. უბრალოდ ნიავდება ის ძალადობრივი რესურსი. თან ხდება ლუსტრაცია და იშიფრება ის დაახლოებით 15 ახალგაზრდული ძალადობრივი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის და შესაბამისად, იშიფრება მათი ძალადობრივი მეთოდები. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი პროცესები წარიმართება მთლიანობაში. საზოგადოება ხედავს ყველაფერს. მთლიანობაში მოხდება მათი ძალადობრივი რესურსის განიავება წინასწარ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ეროვნული ამოცანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.