1-05-2024
გამჭვირვალობის კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ, - ამის შესახებ რეჟისორმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.
„თანახმა ვარ, ამოქმედდეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რადგან მოხდეს:
რაც მთავარია, კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ.
დიახ, თანახმა ვარ, რადგანაც ვიცი, რა ჩაიფიქრეს ნაცისტებმა - ქართველები ერთმანეთს დაერევიან და ეს არამზადები ქართველების სისხლს უმოწყალოდ დაღვრიან! ყოველი სისხლის წვეთი იმ ჭკუათხელი პრეზიდენტის სინდისზე შედედდება, თუ გააჩნია ილიას მკვლელის შვილს სინდისი! და მერე კაგებეს მაიორის, ვითომ ქართველი Мишенька-ს ოცნებაც ახდება - რუსები კვლავ დაგვიმონებენ და ამ ნაძირალა ნაცისტებს დაგვისვამენ ახალ ცეკაში! ფრთხილად!“- აცხადებს რობერტ სტურუა.