გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძემ 2008 წლის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა

2-05-2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მათ დეტალურად გააცნო სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, მიზნები, ამოცანები; ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მიერაა შემუშავებული ვეტერანების წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად. კობა კობალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე, რაც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება_ აგრარულ და ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის სფეროში ერთობლივი პროგრამები შემუშავდება.


მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში ვეტერანების ჩართულობა, მათი გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთაც, ჩვენს ქვეყანას, რუსული ოკუპაცია და გეოსტრატეგიული მდებარეობა უყენებს.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვეტერანებმა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ისაუბრეს ჯერ კიდევ გადასალახ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.


დასასრულს, კობა კობალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, სახელმწიფო ინსტიტუციებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს ვეტერანთა წინაშე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დასაძლევად. მან ვეტერანებს მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხში, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა აღუთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930