გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროვოცირება - მინდა, მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან

2-05-2024

„როცა პოლიცია ამბობს, რომ არ გამოგვიყენებია რეზინის ტყვიები, ეს სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან, რომ გამოეყენებინათ, რისი სრული ლეგიტიმური უფლებაც ჰქონდათ, მით უმეტეს აგრესიის ამ ხარისხის შესაკავებლად, ამას იტყოდნენ კიდევაც. არ შეიძლება ამის დამალვა, ასე რომ, არაფერი დაიმალება. გამოძიება თუ საჭიროა, ამ თემაზეც გაიმართება, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ორგანიზებულ ჯგუფებთან გაქვს საქმე, აქ ყველანაირ პროვოკაციას შეიძლება მოველოდეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებს განუცხადა.


ვოლსკის თქმით, ნებისმიერი ახალგაზრდის დაშავება არამხოლოდ გულისტკივილს, არამედ შეშფოთებას იწვევს.


მისივე განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სპეციალურად იწვევენ პროვოკაციებს, რათა მიიღონ დაპირისპირების ის ხარისხი, რაც ვითარების მაქსიმალურად დაძაბვისთვის არის საჭირო.


„თვალის არეში, როგორც ადასტურებენ, ტყვია არ არის მოხვედრილი, ეს შეჯახებით ან რაღაც საგნის მოხვედრით შეიძლება იყოს გამოწვეული. მე რამდენადაც ვიცი, ამასთან დაკავშირებით ექიმმაც ილაპარაკა. კი ეჭირა ერთ ადამიანს ტყვია, ამბობდა რომ მას ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, ჟურნალისტი კატეგორიულად მოითხოვდა ეთქვა, რომ ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ, რომ ადამიანი ამბობს, არაფერი არ მჭირს და მას მაინც თვალებს უწმენდენ. მე მინდა ვთქვა, ვინც არ უნდა იყოს, რომელი მხარის ახალგაზრდაც არ უნდა იყოს და არამარტო ახალგაზრდა როდესაც არის დაშავებული, ეს არამარტო ჩვენს გულისტკივილს, არამედ ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვხატავ მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროვოცირება. სხვათა შორის, ნიუ-იორკის მერმაც განაცხადა, რომ არიან ადამიანები, ვინც სტუდენტებს უკეთებს ორგანიზებას, რომ რადიკალური პროცესები განავითარონ და დაპირისპირების ის ხარისხი მიიღონ, რომ როგორმე ვინმე დაშავდეს მძიმედ. სამწუხაროდ ამას ვადევნებთ თვალყურს და მინდა, რომ მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან, რომ დაპირისპირება როგორმე მსხვერპლით დამთავრდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930