გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლგტბ თემთან დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

29-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, N56-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან, ლგბტ თემისა და მეზობლებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაიწყო.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


ამ ეტაპზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, გვიან ღამით, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის ეზოში, ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრები ქალის - 1952 წელს დაბადებულ ნ.ი.-ს შორის ხმაურთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც აღნიშნული ქალის ნათესავი - 1983 წელს დაბადებული გ.ფ. შეესწრო. კონფლიქტი, ერთი მხრივ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს - ვ.კ.-ს, თ.ე.-ს, ა.უ.-ს, რ.კ.-სა და მეორე მხრივ, გ.ფ.-ს შორის გაგრძელდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31