გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: უსამშობლო, ეკლესიის მტრები, დაზომბირებული რამდენიმე ნაცაქტივისტი ვარაზის ხევს კეტავს და მძღოლებისგან სოლიდარობას მოითხოვს, როგორი გახრწნილი არიან მათი სპონსორები და იდეოლოგები და როგორი უბადრუკია მათი რაღაც PR-სტრატეგია

2-05-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აქციის მონაწილეების მხრიდან გმირთა მოედნის გადაკეტვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც ანალიტიკოსი წერს, მაშინ როცა ქრისტიანები წინასააღდგომო სამზადისისთვის ემზადებიან, უსამშობლო, ეკლესიის მტრები, დაზომბირებული რამდენიმე ნაცაქტივისტი ვარაზის ხევს კეტავს და მძღოლებისგან სოლიდარობას მოითხოვს. როგორი გახრწნილი არიან მათი სპონსორები და იდეოლოგები და როგორი უბადრუკია მათი რაღაც PR-სტრატეგია.


მისივე თქმით, ნაცრადიკალების პროპაგანდა, რომ უზნეო და ტოქსიკურია, არაა ახალი ამბავი.


„წინასააღდგომოდ, ქრისტიანები განსაკუთრებით ემზადებიან. საღამოხანს ოჯახებში მიეჩქარებათ, ზოგი ტაძრიდან ბრუნდება, ზოგი მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებში წასასვლელად ემზადება. ამ დროს კი, უსამშობლო, ეკლესიის მტრები, დაზომბირებული რამდენიმე ნაცაქტივისტი ვარაზის ხევს კეტავს და მძღოლებისგან სოლიდარობას მოითხოვს.


როგორი გახრწნილი არიან მათი სპონსორები და იდეოლოგები და როგორი უბადრუკია მათი რაღაც PR-სტრატეგია. ნაცრადიკალების პროპაგანდა, რომ უზნეო და ტოქსიკურია, არაა ახალი ამბავი.


თურმე რამდენიმე ჭკუათხელი აქტივისტის მიერ ვარაზის ხევის გადაკეტვა დიდი არაფერია, რადგან იქ თურმე დროებითი ბლოკირების დროს, არ გაუვლია არც სასწრაფოს და არც სახანძრო-სამაშველოს. ამას ამბობს ნამუსგარეცხილი და ჩლუნგი "ჟურნალისტებით" დახუნძლული "გლავკანალი". როგორ გაივლიდა გმირთა მოედანზე გადაუდებელი დახმარებისთვის მოძრავი სპეცმანქანა, როცა წინ უშველებელი საცობი ექნებოდა?! "ზიარჭურჭლის" პრინციპია ნაცსექტანტებში - ტოქსიკური მავნებლობა და გაუგონარი უვიცობა“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930