გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ასეთი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მე ჯერ არ წამიკითხავს; ეს არის ღირსებით სავსე, არავასალური, არამედ თანაბარუფლებიანობის პრინციპზე, პარტნიორის მიერ გაკეთებული შეფასება

3-05-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფრანგი კოლეგების განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ ეხმიანება და ღირსებით სავსე არავასალურ განცხადებად აფასებს.


„ყველამ თავის "მამიდას" მიხედოს,“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი „ასეთი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მე ჯერ არ წამიკითხავს. ეს არის ღირსებით სავსე, არავასალური, არამედ თანაბარუფლებიანობის პრინციპზე, პარტნიორის მიერ გაკეთებული შეფასება - ფრანგულ თვალში „დირესა“ და ქართულ თვალში „ბეწვის“ შესახებ. საშინელი სურათი ვითარდება საფრანგეთის ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მშვიდობიან დემონსტრანტებთან არამშვიდობიანი მეთოდებით უსასტიკესად გასწორების სახით. ამ საშინელი სურათის ამსახველ ვიდეოკადრებს კი სოციალურ „დემოკრატულ“ ქსელში მომენტალურად გვიბლოკავენ. ასე რომ, ყველამ თავის "მამიდას" მიხედოს, ხოლო ვისაც ღირსება გაღიზიანებთ - გაგვატარეთ!“ - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930