გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება

3-05-2024

„არსებობენ პროგრესული ძალები, რომლებიც ერთგულები არიან იმ ღირებულებებისა, რაზეც ჩვენი სახელმწიფო და დასავლური ცივილიზაცია დგას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.


მისი შეფასებით, ქვეყანამ საკუთარი ფასეულობები უნდა დაიცვას.


„დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლური ინტეგრაციისთვის ამას ხელის შეშლა არ შეუძლია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში არსებობენ პროგრესული ძალები, რომლებიც ერთგულები არიან იმ ღირებულებებისა, რაზეც ჩვენი სახელმწიფო და დასავლური ცივილიზაცია დგას - ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ სწორედ ეს ფასეულობები“, - განაცხადა, ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031