გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით კაჭარავა: რაც უფრო გამჭვირვალეა ფინანსები, მით უფრო კარგად კეთდება საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს საქართველოს ინტერესია, ჩვენ კიდევ არ ვაპირებთ, საქართველოს ინტერესს გადავუხვიოთ

3-05-2024

„კანონთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე. ჩემი პოზიცია ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული. ეს არის ქართული კანონი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.


როგორც კაჭარავამ აღნიშნა, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება საქართველოს ინტერესშია.


„ძალიან მარტივია ფორმულა - რაც უფრო გამჭვირვალეა ფინანსები, მით უმეტეს, ფინანსები, რომელიც უცხო ქვეყნიდან მომდინარეობს, მით უფრო კარგად კეთდება საქმე. რაც უფრო დაიხურება ეს ყველაფერი და სიბნელით იქნება გარემოცული, მაშინ ჩვენ არ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბნელ საქმეებს შეიძლება ეს [თანხები] ხმარდებოდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ამ გზით ვივლით, ეს საქართველოს ინტერესია და ჩვენ კიდევ არ ვაპირებთ, რომ საქართველოს ინტერესს გადავუხვიოთ“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930