გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი აშშ-ის საელჩოს: რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? გასულ წელს, თქვენივე კანონის პირდაპირი თარგმანი რუსულად გამოაცხადეთ, ახლა გვეუბნებით, რომ კანონი კრემლისგან არის შთაგონებული. გსურთ, შანტაჟს მიპატიჟება დაარქვათ - ეს აღარ გამოვა!

4-05-2024

აშშ-ის საელჩო! რისი მიღწევა გინდათ ამ უტიფარი ტყუილებით? რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? თვალში ნაცრის შეყრას და შეურაცხყოფას თავს რატომ არ ანებებთ? - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, საელჩომ ჯერ რუსულად შერაცხა FARA-ს ქართული ანალოგი, ახლა კი ცდილობს, იმავე პრინციპებზე დაფუძნებული გამარტივებული კანონი კრემლისგან შთაგონებულად წარმოაჩინოს.


შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ აშშ-სა და ევროპას აქვს დასამტკიცებელი დასავლური ღირებულებების ერთგულება, ვინაიდან, ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის არსებული ხარისხი, მათი მიმართ ნდობას ამცირებს.


“აშშ-ის საელჩო! რისი მიღწევა გინდათ ამ უტიფარი ტყუილებით? რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? თვალში ნაცრის შეყრას და შეურაცხყოფას თავს რატომ არ ანებებთ?
ჯერ იყო და გასულ წელს, თქვენივე კანონის FARA-ს პირდაპირი თარგმანი რუსულად გამოაცხადეთ. ახლა, გაცილებით უფრო მსუბუქ კანონზე, რომელიც დაფუძნებულია იმავე FARA-ს პრინციპებზე, ევროკომისიის დირექტივაზე, ფრანგულ და სხვა უკვე მოქმედ პრაქტიკებზე, გვეუბნებით, რომ კრემლისგან არის შთაგონებული.
გსურთ რომ ზეწოლასა და შანტაჟს, მიპატიჟება დაარქვათ და მორჩილებაზე ნათქვამი უარი, მიწვევაზე უარის თქმად გაასაღოთ! ეს აღარ გამოვა!
დღეს, თუ ვინმეს აქვს დასამტკიცებელი  დასავლური ღირებულებების ერთგულება ეს სწორედ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია და ევროკავშირის ბიუროკრატიაა!
1500 წელზე მეტია საქართველოს ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია! ეს თქვენ აცდით აბსოლუტურად ყველა ფასეულობას, რაზეც იდექით და რამაც ძლიერება მოგიტანათ! ვერ ხვდებით, რომ კომიკურად გამოიყურებით, როდესაც თქვენი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკუთრების განადგურება, ვანდალიზმი, შეღწევა, ფანჯრების ჩამტვრევა, კამპუსების დაკეტვა არ არის მშვიდობიანი პროტესტი, რომ ეს კანონს ეწინააღმდეგება, მისი განკარგულებით სხვადასხვა უნივერსიტეტში მშვიდობიან სტუდენტებს სასტიკად არბევთ, 2000-მდე ადამიანს აკავებთ, ამის პარალელურად კი, საქართველოს პარლამენტზე მრავალსაათიან შტურმს, პოლიციელებზე ქვების სროლას, კერძო და სახელმწიფო ქონების განადგურებას, ქალაქის სრულ პარალიზებას მშვიდობიან პროტესტად ნათლავთ!
სწორედ ეს არის ცრუ ნარატივი და არა ის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თქვენი ხელშეწყობით საქართველოში რევოლუციების არაერთი მცდელობის შესახებ!
ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის ეს ხარისხი, ნულამდე ამცირებს ნდობას თქვენი მისამართით და ყოველი ახალი განცხადება უფრო და უფრო კარგავს ფასს!” - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930