გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: გამოცემა The American Conservative-საკუთარ სტატიაში გვიმხელს, რომ საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ამერიკულ პოლიტიკაშიც - ანუ აღიარებენ, რომ ეს პრობლემა მათთვისაც ნაცნობია და მათ ჩვენი ესმით

4-05-2024

„გამოცემა The American Conservative-სტატიას აქვეყნებს სათაურით - საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია“ - წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მეგრელიშვილის თქმით, სტატიაში ხაზგასმულია კანონის პროექტის მთავარი სამართლებრივი პრინციპი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი, რადგან ეს გონივრულია”.


მისივე თქმით, აღიარებენ რომ ეს პრობლემა მათთვისაც ნაცნობია და საკითხი საფრთხილოა და მიკერძოების გარეშე თუ მიუდგებიან საკითხს, მათ ჩვენი ესმით.


„გამოცემა The American Conservative-სტატიას აქვეყნებს სათაურით- საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია. სტატიაში ხაზგასმულია კანონის პროექტის მთავარი სამართლებრივი პრინციპი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი რადგან ეს გონივრულია.


ასევე ხაზგასმაა იმაზე, რომ კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში.


ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული რაც ასევე გონივრულია. გამოცემა The American Conservative-საკუთარ სტატიაში გვიმხელს, რომ საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ამერიკულ პოლიტიკაშიც. ანუ აღიარებენ რომ ეს პრობლემა მათთვისაც ნაცნობია და საკითხი საფრთხილოა და მიკერძოების გარეშე თუ მიუდგებიან საკითხს, მათ ჩვენი ესმით“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930