გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს

4-05-2024

კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს, - ამის შესახებ Euractiv-ის ცნობით კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა.


„კოსოვოს სურს, გახდეს დასავლეთ ბალკანეთის მეორე ქვეყანა [მონტენეგროს შემდეგ], რომელიც მისცემს მოქალაქეებს უფლებას, დაარეგისტრირონ ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირები. ვმუშაობთ, რათა უახლოეს მომავალში ეს რეალობად იქცეს“, - განაცხადა კურტიმ.


აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მცდელობა კოსოვოს პარლამენტში 2022 წელს ჩავარდა. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კოსოვო იქნება პირველი ქვეყანა, მუსლიმური უმრავლესობით, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს. 2011 წლის აღწერის თანახმად, მოსახლეობის 95,6% თავს მუსლიმს უწოდებს. შარშანდელი გამოკითხვის თანახმად, ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას მოსახლეობის მხოლოდ 20% უჭერს მხარს.


ინიციატივის დასამტკიცებლად ალბინ კურტის პარტიას 11 ოპოზიციონერი პარლამენტარის ხმები დასჭირდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930