5-05-2024
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის ლიდერებს მათ მხარდამჭერებს „პიტალო“ ადამიანების სხვადასხვა კატეგორიად ყოფს.
„არსებობს პიტალო ადამიანების სხვა და სხვა კატეგორია:
• მთლიანი ჩამოსხმა - მაგ: ხუხაშვილი, გრდემლივით მყარი პიტალო, რომელსაც თავი მოსადის წევრი ჰგონია და ასე შოულობს ორ კაპიკს…
• კემპის აპარატით შედუღებული პიტალო - მაგ: რომან გოცირიძე, საბჭოთა გადმონაშთი, რომელიც არც იმ ეპოქისაა და არც აქ დაედგომება, უბრალოდ უნდა რომ ესმოდეთ მისი…
• თალხი მატერიისგან შეკერილი პიტალო - მაგ: გვარამია, რომელიც ჯერ პროკურორი იყო და ახლა, ორიენტაცია არეული ჰიპსტერია და რაში დახარჯოს მოძალებული ესტროგენები ვერ ჩამოყალიბებულა…
• „დუტის” პიტალო - მაგ: ლევან ბერძენიშვილი, რომელიც გარედან ინტელექტით ბრჭყვიალებს და შიგნიდან ფუღუროა…
• მზითვების ზარდახშაში ნაპოვნი "პიტალოობრაზნი" ნივთი - მაგ: ბოკერია, როგორც ცოლის სარჩულს გამოკერილი, მძივად აწყობილი პიტალო, რომელსაც თავი კიტრი ჰგონია და სინამდვილეში ბადრიჯანია…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.