ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა: OC Media-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს
5-05-2024
ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "OC Media"-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი და საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს.
„ათი მცნება
- ღმერთი არ არსებობს;
- როცა კვდები, მართლა კვდები. „იმქვეყნიერი ცხოვრება“ იმისთვისაა რომ ცხოვრებაში არ აკეთო ის, რაც მოსასწრებია სანამ მთლიანად გაქრები;
- ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა;
- არაფერი „არ სჭირს“ ქართულ ეკლესიას. სმე და მისი საპატრიარქოც ჯერ ფეოდალური ტერორის ნაწილი იყო, შემდეგ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ნაწილი, მას შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო სააგენტოა; სკოლაში ნასწავლი სისულელეებით ნუ ცხოვრობ;
- ეკლესია თუ იმისთვის გინდა რომ სხვისი კი არა, შენი იდეები იქადაგოს, პოლიტიკის და რელიგიის აღრევა კი არა, მხოლოდ საკუთარი სისუსტე განაღვლებს. გაძლიერდები და იგივეს ჩამდენი ხარ;
- ნუ ატყუებ საზოგადოებას რომ ევროპა ლგბტ უფლებებს, გეი პრაიდს და ორზე მეტ გენდერს არ ნიშნავს. მაგასაც ნიშნავს. პატივი ეცი საკუთარ მოსაზრებებს, თუნდაც არაპოპულარული იყოს;
- თუ ათეისტი ხარ, ნუ ამბობ რომ „რელიგია მაინც სჭირდება ხალხს“. თუ უღმერთობის „სიბრძნეს შეწვდი“, როგორმე სხვებიც მოახერხებენ, გენიოსი არ ხარ, უბრალოდ უფრო მეტი სახსარი გაქვს;
- კი, რელიგიური რწმენა ზოგჯერ ჩაგვრის წინააღმდეგაც გამოიყენება, მაგრამ ნუ აზვიადებ ამას. სასურველის რეალობად გასაღება გულაცრუებით დასრულდება;
- რაც უფრო შეეცდები იყო ის რაც არ ხარ, მით უფრო მარტივად მოგაჭამენ თავს ქრისტეს ტომები. ძალა პატივს სცემს მხოლოდ ძალას. გულწრფელობა და სიმართლეც ძალაა;
- მშია (სათქმელი ამოვწურე ამიტომ ამით ვავსებ)“ - წერს შოთა ხინჩაგაშვილი Facebook-ზე.