გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე გამჭვირვალობის კანონზე: ანა სუბელიანს და ლაშა ბუღაძეს გალობა დააწყებინა კანონმა - მეტი რა უნდა ექნა ერთ კანონს?!

5-05-2024

„ეს კანონი არ არის რუსული, ეს არის ქრისტიანული,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და პოსტის ქვეშ აზიარებს ვიდეოს, სადაც სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანისა და მისი თანამოაზრეების მიერ გუშინ ქაშვეთის ეკლესიასთან გალობაა ასახული.

 

ქადაგიძე საჯარო ეგზორციზმად აფასებს ანა სუბელიანის გალობას.

 

„ეს კანონი არ არის რუსული, ეს არის ქრისტიანული. რაც გუშინ ხდებოდა არის საჯარო ეგზორციზმი. ანა სუბელიანს და ლაშა ბუღაძეს გალობა დააწყებინა კანონმა. მეტი რა უნდა ექნა ერთ კანონს?! “ - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31