გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურები ერთ სამსახურად ერთიანდება

15-01-2018

თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ორი საქალაქო სამსახური გაერთიანდება. როგორც დღეს გამართული პრეზენტაციისას გახდა ცნობილი, რეფორმის ფარგლებში განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობითი გაერთიანება.

ამ მიზნით გაერთიანებდება ორი საქალაქო სამსახური. კერძოდ, კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, რომელიც ჩამოყალიბდება კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახურად.

ამასთან, მერიაში სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდა.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930