გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება

30-09-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია მარტვილში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდა.


როგორც გაბუნიამ შეხვედრაზე განაცხადა, საპრეზიდენტო კანდიდატი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება, რომელიც არ შედის პოლიტიკურ რუტინაში, რომელიც მაღლა დგება პოლიტიკურ პროცესზე და რომელიც არის გარანტი უმთავრესი ღირებულებებისა.
,,2017 წელს ვიმუშავეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს , ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და საქართველო იქნება სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს ქვეყნისთვის შესაძლებლობებს ნიშნავს. პირველ რიგში, ეს ნიშნავს ავტორიტარული რისკების და საფრთხეების გამორიცხვას, გამორიცხავს ერთი ადამიანის თავხედურ მმართველობას, როგორის გამოცდილებაც ჩვენ უახლოეს წარსულში გვაქვს. იგი ამოვდროულად იძლევა შესაძლებლობას, რომ მრავალფეროვნად, ხმამაღლა ისმოდეს მოქალაქეების ინტერესები და მათი ხმა.
საპარლამენტო რესპუბლიკა გვაძლევს შანსს, რომ ინტერესები, რომლითაც ცხოვრობს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რომლითაც ცხოვრობთ თქვენ, იყოს დაცული. რა თქმა უნდა პარლამენტთან, როგორც მთავარ საკონსტიტუციო ორგანოსთან ერთად, ამაში წვლილს შეიტნს ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური.


რაც შეეხება პრეზიდენტობას, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ არა მარტო კანდიდატურაზე, არამედ იმაზეც თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის პრეზიდენტი, რას უნდა გულისხმობდეს იგი თავის თავში. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება, რომელიც არ შედის პოლიტიკურ რუტინაში, რომელიც მაღლა დგება პოლიტიკურ პროცესზე და რომელიც არის გარანტი უმთავრესი ღირებულებებისა , რაც ჩვენთვის არის სახელმწიფო, რაც ჩვენთვის არის სამშობლო , რაც არის ქვეყანა და სწორედ ამიტომ ის უნდა იყოს ზეპარტიული. ზეპარტიული ამოცანებისთვის, სახელმწიფოებრივი ამოცანებისთვის „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატი არის სალომე ზურაბიშვილი“-განაცხადა გაბუნიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031