გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი საპროტესტო აქციებზე: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან" ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!

7-05-2024

„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა" თავისი „ქოუჩების" მითითებებით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პერფორმანსების ჩამონათვალს აკეთებს.


ქართველიშვილი სვამს კითხვას - „განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან" ბრძოლა?“ და შემდეგ თავადვე პასუხობს „არასგზით!“

„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა" თავისი „ქოუჩების" მითითებებით: ილიას ტრიადა გააფართოვეს და ერთობის შემდეგ, სარწმუნოება ისევ დააბრუნეს; გარდამოხსნას ემთხვეოდნენ ევროკავშირის დროშაში გახვეულები; სააღდგომო კვერცხებს სახალისო „ჭკუამახვილობით" უბრახუნებდნენ ერთმანეთს;


საგალობლების ქავერებს გვთავაზობდნენ; წმინდა გიორგი ცხენიდან მოპედზე გადმოსვეს და ჩაფხუტი დაახურეს; პატრიარქს „საზეიმოდ" აგინეს.


თვალწინ დამიდგა ეს კლასიკური, ფსიქიატრების მიერ, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას" გმირისთვის ანამნეზის დადგენის სცენა, რა თქმა უნდა მცირეოდენი პარაფრაზით: - მაშ „რუსულ კანონთან" ბრძოლის მიზნით, თქვენ მიმართეთ შემდეგ ზომებს - გულზე ხატი ჩამოიკიდეთ, იყო? - იყო, - დაეთანხმნენ „შინევროპელები". - ღობიდან ჩამოვარდით და ლოყა დაიშავეთ? ასეა? - რესტორანში ანთებული სანთლით საცვლების ამარა გამოცხადდით და ვიღაც სცემეთ? - აქ გაკოჭილი მოგიყვანეს. მოსვლისთანავე დარეკეთ პოლიციაში და სთხოვეთ „რუსული ოცნების" დასაჭერად ტყვიამფრქვევები გამოეგზავნათ. - შემდეგ ეცადეთ ფანჯრიდან გადამხტარიყავით. ასეა? საკითხავია: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან" ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!“ - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930