გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი - მოსაწონი, გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი - დასაწუნი

7-05-2024

„ბატონი მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა,“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.


„ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი - მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი - დასაწუნი... ანუ, გამოდის, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და რეალობის გათვალისწინებით კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ - ისე, როგორც მიგვითითებენ. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება.


ჩვენ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც არის ქართული და რომელიც იმოქმედებს არა ამერიკაში, არამედ - საქართველოში. და, თუ ვინმეს კითხვები აქვს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესთავაზა ყველა დიპლომატს, მათ შორის, ამერიკის ელჩს, რომ მივიდნენ და საჯაროდ დასვან კითხვები ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც პრემიერი უპასუხებს. როგორც ჩანს, ამის ან ერიდებათ, ან - ეშინიათ, რადგან ძნელია ამ ქართულ კანონზე რამე ისეთი კითხვა დასვა, რაზეც პრემიერს პასუხი არ ექნება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930