გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: არ უნდათ გამხელა რამდენ ფულს იჯიბავენ ანუ „უტეხავენ“ ქვეყანას და ხალხს, ამიტომაც დარბიან ზემოთ-ქვემოთ ლომჯარია-გიგაურის მეთაურობით

7-05-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ბანერს ეხმაურება, სადაც მდინარაძე წერს, „მოდი ამაზე მყარად შევთანხმდეთ! არა რუსულ კანონს! კი - ევროპას! კი - გამჭვირვალობას!“.


გვენეტაძის თქმით, ოპონენტები მესამეზე, ანუ „გამჭვირვალობაზე“ იჭედებიან, რადგან არ უნდათ გამხელა რამდენ ფულს იჯიბავენ ანუ „უტეხავენ“ ქვეყანას და ხალხს.


„მესამეზე იჭედებიან! რატომ? იმიტომ რომ, არ უნდათ გამხელა რამდენ ფულს იჯიბავენ ანუ უტეხავენ ქვეყანას და ხალხს! ამიტომაც დარბიან ზემოთ-ქვემოთ ლომჯარია-გიგაურის... მეთაურობით, მარტის აბზუნებული კატებივით!“ - წერს გვენეტაძე ფეისბუკზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31