გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ნატა ფერაძე გარეულა „მაიდანიზაციის“ მარაქაში - მიმდინარე აქციები არის მამხილებელი „აქტი“ ვის სურს ქართულ სახელმწიფოში არეულობა და ვინ ელოდება მსხვერპლს ახალგაზრდების რიგებიდან

8-05-2024

„მიმდინარე აქციები არის მამხილებელი „აქტი“ ვის სურს ქართულ სახელმწიფოში არეულობა და ვინ ელოდება მსხვერპლს ახალგაზრდების რიგებიდან,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სააგენტო for.ge-ს მიერ მოპოვებულ მორიგ ექსკლუზიურ ჩანაწერზე, რომლითაც ირკვევა, რომ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებს გეგმავენ და მოქალაქეთა დაშავების სცენარსაც განიხილავენ.


მეგრელიშვილი ახალგაზრდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის კანონის პროექტმა უკვე მიღებამდე გამოააშკარავა ყველა ბნელი ძალა, კონკრეტული დაკვეთითა და მიზნით მოქმედი. ძალა, რომელსაც სურს „ორი გვამი“ რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებით მიიღწევა.


„ნატა ფერაძე, უღმერთო არაფერი!!!! გარეულა „მაიდანიზაციის“ მარაქაში, ამასაც ჩაუჩხრიალეს „30 ვერცხლი“ ამ სულ გაყიდულ ამაზრზენს. მინაწერი: მიმდინარე აქციები არის მამხილებელი „აქტი“ ვის სურს ქართულ სახელმწიფოში არეულობა და ვინ ელოდება მსხვერპლს ახალგაზრდების რიგებიდან. გამჭვირვალობის კანონის პროექტმა უკვე მიღებამდე გამოააშკარავა ყველა ბნელი ძალა, კონკრეტული დაკვეთითა და მიზნით მოქმედი. ძალა, რომელსაც სურს „ორი გვამი“ რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებით მიიღწევა. ახალგაზრდებო გაფრთხილდით!!!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930