გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ელოდება, რას გააკეთებს ან რას უბრძანებს შეერთებული შტატები

9-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიერ AZERTAC-თან და AzTV-სთან მიცემული ინტერვიუს ნაწილის თარგმანს ავრცელებს.


„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი AZERTAC-თან და AzTV-სთან ინტერვიუში. სლოვაკეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეყვარებულია საკუთარ თავზე“.


„ევროკავშირმა დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ის არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში და აქვს უფლება ასწავლოს სხვებს. თუმცა, სხვა ქვეყნები შეიძლება იყვნენ ჩვენზე უკეთესი. ხანდახან მეჩვენება, რომ ევროპული შესაძლებლობები ევროკავშირში თანდათან იწურება. ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის ევროკავშირში ნორმალური და რა - არანორმალური“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.


სტრასბურგში, ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია არ არის აგებული იმაზე, თუ ვინ შექმნის უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს.


„ბოდიშს გიხდით, ამ კამპანიაში განიხილება რამდენი ტუალეტია საჭირო გარკვეულ ადგილებში - ორი თუ სამი, როდესაც საუბარი ტრანსგენდერებს ეხება. დღეს ევროპაში ეს თემები მოდაშია. თუმცა საზოგადოებისთვის ამას არანაირი პროგრესი არ მოაქვს. ევროკავშირი ძალიან ამბიციური ხდება და ეს ჩვენთვის ცუდია".


სლოვაკეთის ლიდერმა დასძინა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და „ჩვენი მუდმივი სწორება ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარეზეა. ვიყურებით იქ და ველოდებით რას გააკეთებს ან რას გვიბრძანებს შეერთებული შტატები“. - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930