გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: გონივრული ეჭვია, ამ ცემა-ტყეპას თავად ნაციონალები და მათთან მიტმასნილი ის კრიმინალები სჩადიოდნენ, რომლებიც პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს და სახელმწიფო გადატრიალებისათვის გეგმებს ამუშავებენ

9-05-2024

„დიდი გონივრული ეჭვია წუხანდელ ამ ცემა-ტყეპას თავად „ნაციონალები“ და მათთან მიტმასნილი ის კრიმინალები სჩადიოდნენ, რომლებიც მოყოლებული 20 ივნისიდან პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს, ძალადობენ სამართალდამცავებზე და დღე და ღამ ფიქრობენ და სხვადასხვა გეგმებს ამუშავებენ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებისათვის”- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ძალადობაზე პროტესტს ის ადამიანები გამოთქვამენ, რომლებიც ესალმებოდნენ გასული წლის მარტში პარლამენტის შენობასთან პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობებს.


„აწრიალდნენ და პროტესტებს გამოთქვამენ ნაცების გაძუყვნის (გურ. ცემის) გამო ის „დემოკრატიით" გადაღლილები, რომლებიც უაპელაციოდ ესალმებოდნენ გასული წლის მარტში პარლამენტის შენობასთან პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობებს!
პრეზიდენტის ოკეანის გაღმიდან ძალადობის წახალისების მოწოდებებს! რომელთაც სიხარულის ჟივილ-ხივილი ატეხეს პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაში ეჭვმიტანილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გამო! რომლებიც სიხარულით ჭყლოპინებდნენ, როდესაც ვიღაც შარახვეტია კრიმინალები აგერ 1-ელ მაისს პარლამენტის ჭიშკარს, რომ უტევდნენ, მინებს ამსხვრევდნენ და ქუჩებს ცეცხლს უკიდებდნენ!


დიდი გონივრული ეჭვია, წუხანდელ ამ ცემა-ტყეპას თავად ნაციონალები და მათთან მიტმასნილი ის კრიმინალები სჩადიოდნენ, რომლებიც მოყოლებული 20 ივნისიდან პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს, ძალადობენ სამართალდამცავებზე და დღე და ღამ ფიქრობენ და სხვადასხვა გეგმებს ამუშავებენ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებისათვის(ამის უტყუარი დასაბუთებული მონაცემები სუს-მა უკვე გამოაქვეყნა)!


თქვენგან განსხვავებით პატივცემულო თქვენთვის საჭირო დოზით "დემოკრატიით" მოპოპულისტებო!


ჩემის მხრივ, მე ნამდვილად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ყველგან და ყოველთვის!


და ველი, რომ გამოვლენილი იქნება ძალადობის დამკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებლები!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930