გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: გუშინდელ ძალადობებს აუცილებლად გამოიძიებენ. სამწუხაროდ ეს ძალიან სწრაფად არ ხდება

9-05-2024

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ძალადობას გმობს. რატი იონათამიშვილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აღწერს და აღნიშნავს, რომ ძალადობის გუშინდელ ფაქტებს აუცილებლად გამოიძიებენ.


"როგორ დაიწყო ჯერ ფიზიკური, მერე ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი?! პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული, მიპარვით თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, რაც არ შეიმჩნიეს, პირიქით, შეაქეს კიდეც…


სატელეფონო ზარებს რაც შეეხება, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, რასაც მოყვა ასობით ზარი და მესიჯი, თუმცა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებივით ტირილი და გოდება არ დაგვიწყია, გვირეკავენო… სხვათა შორის, შარშან, ასეთ ზარებზე მამუკა მდინარაძემ მკაცრად რომ უპასუხა, მაშინ „ტვ პირველზე“ გამოდეს, მდინარაძე გვაგინებსო, წელს - აღარ, ეტყობა სხვა, უფრო “ვაჟკაცური” გეგმები აქვთ.


და ბოლოს, გუშინდელ ძალადობებზე. ამას აუცილებლად გამოიძიებენ. სამწუხაროდ ეს ძალიან სწრაფად არ ხდება, თუმცა პირველი გივი თარგამაძე გვახსენდება, ქათამივით რომ აკლავდნენ თავიანთ “დიად რევოლუციურ გეგმებს”. სხვა გზა არც ახლა დარჩათ, ახლაც მსხვერპლი სჭირდებათ, თორემ რუსულმა მესიჯმა აღარ იმუშავა და ხალხი აქეთ გვეუბნება, უკან არ დაიხიოთ, ეს თაღლითობა და მავნებლობა არ გაატანინოთო. ეს გვითხრა 29 აპრილს მოსულმა ორას ათასზე მეტმა ადამიანმაც!“ - წერს იონათამიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031