გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: რაც ვერ შეძლეს ორი წლის წინ, სურთ ახლა - ოპოზიცია მეორე ფრონტის გახსნისთვის იბრძვის და ეს აწყობს დღეს როგორც დასავლეთს, ასევე რუსეთს

10-05-2024

„რა მოხდება საქართველოში, თუკი შეძლო ოპოზიციამ ქუჩის არევა? აუცილებლად იქნება ომი, უკრაინიზაცია!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.


მისი თქმით, დღეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა აწყობს როგორც რუსეთს, ასევე, დასავლეთს.


„თუკი ვინმეს მცირედით მაინც სჯერა, რომ ეს აქციები ან „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ, ან ევროპული გზისთვის არის, ცდება. ეს აქციები პირდაპირ ემსახაურება „გლობალური ომის პარტიის“ დღემდე აუხდენელ მიზანს - მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. ამას ვერ ათვიცნობიერებენ ის ახალგაზრდები, ვინც მართლა შეცდომაში შეიყვანეს და მოტყუებით, ოპოზიციის პოლიტიკურ ზრახვებს ემსახურებიან. რა მოხდება საქართველოში, თუკი შეძლო ოპოზიციამ ქუჩის არევა? აუცილებლად იქნება ომი, უკრაინიზაცია! ხელისუფლების შეცვლა სწორედ იმისთვის სურთ დასავლეთიდან, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან და ჩვენი ტერიტორია პლაცდარმად გამოიყენონ ცალკე რუსეთის და ცალკე ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამაზე არავინ ფიქრობს იმ მოქალაქეებიდან, ვინც დააჯერეს, რომ საქართველო მართლა რუსეთისკენ მიჰყავთ. საქართველო მიჰყავთ ომისკენ და ეს ომი დღეს აწყობს როგორც ჩვენს “მეგობარს”, ასევე რუსეთს. ნუთუ ამის ანალიზი ასეთი ძნელია? ნუთუ ვერ ხვდებიან, რისთვის სწირავენ ქვეყანას იმ სისხლიანი რეჟიმის ლიდერობით? საბედნიეროდ, ხელისუფლება ძლიერია და ამას არ დაუშვებს, მაგრამ ორმაგი წნეხის ქვეშ ყოფნა და ამას დამატებული, დასავლეთის და რუსეთის თანმხვედრი ინტერესები საქართველოში, ურთულესია. აქ გადამწყვეტი როლი სწორედ საზოგადოებას აკისრია - არ გაწირონ ქვეყანა გამანადგურებელი უკრაინიზაციისთვის.


უფალმა მისცეს ძალა ხელისუფლებას, რომ ამ ურთულეს პერიოდს თავი გაართვას და ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს”, - წერს ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930