გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: არ შეიძლება საქართველოს უკრაინიზაცია, უბრალოდ, გადარჩენის პერსპექტივას დავკარგავთ, როგორც სახელმწიფო და როგორც ერი, დაფიქრდით, სანამ ქვეყანას მუშტს მოუღერებთ

10-05-2024

„არანაირი იდეა და „მეინ-სტრიმ“ კონიუნქტურა არ არის მშვიდობის საპირწონე, რადგან აფეთქებული სახელმწიფო მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე დარჩენილ მოგონებად გადაიქცევა. არ შეიძლება საქართველოს უკრაინიზაცია. უბრალოდ, გადარჩენის პერსპექტივას დავკარგავთ, როგორც სახელმწიფო და როგორც ერი. დაფიქრდით, სანამ ქვეყანას მუშტს მოუღერებთ“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.


მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წერილში, რომელიც იმ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, ვინც გაუთვითცნობიერებლადაა ჩართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ, ბინძურ პროვოკაციაში ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა.


„ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა პრემიერ-მინისტრმა წერილში, რომელიც იმ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, ვინც გაუთვითცნობიერებლადაა ჩართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ, ბინძურ პროვოკაციაში. "მეინ-სტრიმ" კულტურით მანიპულირება და გაბატონებული აზრის ქვეშ ბულინგი რთული ასატანია განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, ვისთვისაც თვითრეალიზების ერთადერთ სივრცედ, ზემოხსენებული "მეინ-სტრიმ" კულტურა წარმოუდგენია. ფსევდო-ლიბერალებიც ხომ მიზანმიმართულად ქმნიან ისეთ სივრცეს, სადაც მათგან განსხვავებული აზრი არ არსებობს ან თუ არსებობს, მხოლოდ სიბნელე, რეტროგრადობა და განუვითარებლობაა. ვინც არ ეთანხმება მათ აზრს ნებით ან ძალით, უნდა მოხდეს მისი, დაშინება, დაბულინგება და თუ შედეგი არ იქნა, მისი გარიყვა მოხდება სივრციდან.


ასე ექცევიან სპორტსმენებს, ხელოვანებს, პედაგოგებსა და ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება - აშანტაჟებენ, დასცინიან, აბულინგებენ და ცდილობენ გავლენა მოახდინონ მათ აზრზე, რომ მხოლოდ ერთი მოცემულობაა ჭეშმარიტი და დანარჩენი მხარე სიბნელეა. პოლიტიკური უმცირესობები 30 წელია ცდილობენ, რომ ეს ე.წ “გაბატონებული აზრი” და "მეინ-სტრიმ" სივრცე გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ეგოს დასაკმაყოფილებლად. ასე იყო 1991 წელს, როდესაც 10000 ადამიანმა, დაამხო ხუთი მილიონი ქართველის სახელმწიფო და ქვეყანას მოუკლა პერსპექტივა, დემოკრატიულად განვითარებულიყო საქართველო.


ისტორიას არ უყვარს ტავტოლოგია, ის ან ფარსად მეორდება ან კიდევ კატასტროფად, რომელიც შეუქცევად უბედურებაში გადადის. მაგალითია უკრაინა, რომელმაც ფერადი რევოლუციებით დაიწყო, სისხლიანი მაიდანით გააგრძელა და სრული სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან მივიდა. არანაირი იდეა და "მეინ-სტრიმ" კონიუნქტურა არ არის მშვიდობის საპირწონე, რადგან აფეთქებული სახელმწიფო მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე დარჩენილ მოგონებად გადაიქცევა. არ შეიძლება საქართველოს უკრაინიზაცია. უბრალოდ, გადარჩენის პერსპექტივას დავკარგავთ, როგორც სახელმწიფო და როგორც ერი. დაფიქრდით, სანამ ქვეყანას მუშტს მოუღერებთ!“ - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930