გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: საზოგადოების შეურაცხყოფაა, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, ომის დანაშაულის საკუთარ ჯარისკაცებზე დამბრალებლებმა, ობიექტების რუსებზე გამსხვისებლებმა, რუსები ეძახონ ხალხს, რომლებმაც უზრუნველყვეს წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე

10-05-2024

„რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.


როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უპასუხოდ დარჩა კითხვა, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს.


მისივე თქმით, არსებობს მრავალი პარადოქსი, მათ შორის ის, რომ ოპონენტები, რომლებმაც რუსეთს ტერიტორიების ნაწილი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს, რუსებს ეძახიან ხალხს, რომელთა მმართველობის დროს გადაიდგა ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.


„რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს! ასე დარჩა უპასუხოდ ჩემი წინა დღეების პოსტებიც და მთავარი კითხვაც: როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და გაუმჭვირვალობა - რუსული?!

პარადოქსები კი სხვებიც მრავლად გვაქვს:


1. პარადოქსი და საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, ომის დაწყების და ომის დანაშაულის საკუთარ ჯარისკაცებზე დამბრალებლებმა, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გამსხვისებლებმა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გარანტორმა ადამიანებმა რუსები ეძახონ ხალხს, რომელთა მმართველობის დროს იქნა უზრუნველყოფილი წარმატების აბსოლუტურად ყველა ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მიღების ჩათვლით!


2. აქციების პარალელურად გასაჯაროვდა ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ნომრები, დაიწყეს რეკვები, შეურაცხმყოფელი მესიჯები (რაზეც ნაცებივით პანიკა და ტირილი არ აგვიტეხავს, ან შესაბამისად ვპასუხობდით, ან ვაიგნორებდით), საზოგადოებას აჩვენეს ვირთხული ძალადობის მაგალითები პარლამენტშივე, იძალადეს პოლიციელებზე პარლამენტს გარეთაც, იძალადეს ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, დაიწყეს ბულინგის ფაშისტური კამპანია - როცა ამ ყველაფერმა განვრცობა მათზეც ჰპოვა, ძალადობა, ბულინგი, მუქარა მხოლოდ მაშინ გახდა ცუდი, მანამდე საამაყო საქციელი და სამშობლოსთვის ბრძოლა იყო.


აქვე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ფიზიკურიც, ფსიქოლოგიურიც და ნებისმიერი სახის, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის! იმედი მაქვს შესაბამისი უწყებები დეტალურად გამოიძიებენ ნებისმიერ შემთხვევას და დამნაშავეებიც მკაცრად დაისჯებიან!


3. პარადოქსია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამჭვირვალობის კანონპროექტზე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და ამბობს, რომ ამერიკაში ის მხოლოდ სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან დაფინანსებას ეხება… ამ განცხადებას თუ დავუჯერებთ, გიული ალასანია და ტელეკომპანია “ფორმულა” მთავრობის სახელით მოქმედი პირები ყოფილან. სინამდვილეში კი, ამერიკული “ფარა” არა მხოლოდ სხვა მთავრობების, არამედ ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ეხება!


4. გამჭვირვალობის კანონს იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც მკაცრად აკრიტიკებენ, რომელ ქვეყნებსაც გაცილებით მკაცრი რეგულაციები ან კანონპროექტები აქვთ ამ სფეროს დასარეგულირებლად.


5. მეხუთე სიმბოლური და განსაკუთრებულად ცინიკური პარადოქსი - „ნაცები“ და „ნაცების“ ტელევიზიების თანამშრომლები „იმედის” თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობენ და მიმართავენ, არ გრცხვენიათ? სად მუშაობთო…“ - წერს მამუკა მდინარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930