გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შინაარსის მიმართ შიში პოლიტიკური დირექტივის ნაწილია - კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ მშვიდობა და სტაბილურობა. კანონპროექტი კარგი სატყუარა აღმოჩნდა ახალგაზრდების ქუჩაში გამოსაყვანად

11-05-2024

„კონკრეტულ ძალებს ქართულ სახელმწიფოში არ აწყობთ მშვიდობა, პოლიტიკური სტაბილურობა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი კარგი სატყუარა აღმოჩნდა ახალგაზრდების ქუჩაში გამოსაყვანად. მათ აქტივობებში ჩაიდო ამაღელვებელი შინაარსი, მაგალითად: „დაიცავი საქართველოს ევროპული მომავალი“  და ამით მონუსხული ახალგაზრდები მიმბაძველობით აჰყვნენ აკერმანისეული მეთოდით გადამზადებულ ორასამდე პოლიტიკურ ახალგაზრდა აქტივისტს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.


მისივე თქმით, რადიკალური პროცესები წაახალისეს უცხოელმა აქტორებმაც და ფაქტებით დასტურდება, რომ აკერმანისეული მეთოდით გადამზადებული პოლიტიკური ძალები პირდაპირ და ღიად უტევენ სახელმწიფოს.


მეგრელიშვილი ამ პროცესში გამოყოფს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც, მისივე თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებულია და სურს, ძალაუფლება დემოკრატიული მეთოდების გვერდის ავლით მოიპოვოს.


„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის შინაარსის მიმართ შიში და თვალებსა და ყურებზე ხელებაფარებული პოზიცია, მხოლოდ პოლიტიკური დირექტივის ნაწილია.


კონკრეტულ ძალებს ქართულ სახელმწიფოში არ აწყობთ მშვიდობა და პოლიტიკური სტაბილურობა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი კარგი სატყუარა აღმოჩნდა ახალგაზრდების ქუჩაში გამოსაყვანად.


მათ აქტივობებში ჩაიდო ამაღელვებელი შინაარსი, მაგალითად: „დაიცავი საქართველოს ევროპული მომავალი“  და ამით მონუსხული ახალგაზრდები მიმბაძველობით აჰყვნენ აკერმანისეული მეთოდით გადამზადებულ ორასამდე პოლიტიკურ ახალგაზრდა აქტივისტს. სამწუხაროდ, ეს პროცესი წაახალისეს უცხოელმა აქტორებმაც.


საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, შესაბამისად ინსტიტუციები გამართულად მუშაობს და შესაბამისი სამსახურების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში უკვე ვიხილეთ ის სცენარი რაზეც მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ ბოლო პერიოდში საუბრობდა.


უკვე ფაქტებით დასტურდება, რომ აკერმანისეული მეთოდით გადამზადებული პოლიტიკური ძალები პირდაპირ და ღიად უტევენ სახელმწიფოს.


ამ პროცესში წამყვანი ანტისახელმწიფოებრივი ძალა „ნაციონალურ მოძრაობაა“,  რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, არის პოლიტიკურად გაკოტრებული და ცდილობს დემოკრატიული მეთოდების გვერდის ავლით მოიპოვოს ძალაუფლება. მათაც და სხვა ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველა ძალა, რომელიც მოქმედებდა და იმოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად მიიღებს საკადრის პასუხს.


ამასთანავე კანონთან ერთად ხალხიც ერთიანია იდეის ირგვლივ - თქვენგან დაიცვას ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და 26 ოქტომბერს უკვე მეცხრედ გაფორმდება თქვენი დამარცხების აქტი,“ - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930