გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: როდესაც საზოგადოებას ეცოდინება, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, შესაბამის ორგანიზაციას გაუჭირდება, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, როგორიცაა - რევოლუციური პროცესები, არეულობის შემოტანა ქვეყანაში, ლგბტ პროპაგანდა, ნარკოტიკების პროპაგანდა

11-05-2024

როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ავა პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის გადადგომას ითხოვს კონკრეტული დონორი ორგანიზაცია, რაც დააზღვევს ბევრ რამეს, დააზღვევს მათ შორის დონორს და შეამცირებს ამ ორგანიზაციის ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონის შემთხვევაშიც ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაშია.


„მაგალითისთვის, რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს - როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ავა პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის გადადგომას ითხოვს კონკრეტული დონორი ორგანიზაცია, რაც დააზღვევს ბევრ რამეს, დააზღვევს მათ შორის დონორს და შეამცირებს ამ ორგანიზაციის ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით. ანუ, გამჭვირვალობის პირობებში დონორის თანხებს ვეღარ გამოიყენებს რევოლუციურ პროცესებში ჩასართავად, ან რა მაგალითიც ვახსენე - სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვისთვის. როცა ეცოდინება საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებს არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ კონკრეტული დონორი დგას მის უკან, რა თქმა უნდა, ამასაც ექნება სერიოზული დამზღვევი ეფექტი. ანუ გამჭვირვალობა არის სწორედ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას ეცოდინება, თუ ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, შესაბამის ორგანიზაციას უკვე გაუჭირდება, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს - ეს არის რევოლუციური პროცესები, არეულობის შემოტანა ქვეყანაში, ლგბტ პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა, ნარკოტიკების პროპაგანდა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვა. როცა საზოგადოება იქნება ინფორმირებული დაფინანსების წყაროების შესახებ, ამას ექნება სერიოზული დამზღვევი ეფექტი", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930