გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

1-10-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ერთი ერთეული უკანონო ლენტური ტიპის ხერხი ნახეს, რომელიც სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო განთავსებული და მიეწოდებოდა დენის წყარო. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ცირკული ტიპის ხერხიდა 1,4მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.


სამართალდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი აქტი შედგა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქროს დემონტაჟი და დალუქვა მოახდინეს. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გადაეგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031