გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი მთავარ არხს: ძალადობის ცალმხრივად დაგმობა არასწორია, ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით

11-05-2024

რაც შეეხება ძალადობას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, ძალადობა, ზოგადად, „ნაცმოძრაობის" ხელწერაა.


„ელისაშვილის ძალადობა გაგიხარდათ, პირდაპირ განცხადებები იყო თქვენი ჟურნალისტების, თუ როგორ გაგიხარდათ ელისაშვილის ძალადობა. გპირდებით, ხვალ დავდებ თქვენს პოსტებს, როგორც დაიდო ეს ინფორმაცია თქვენს „ფეისბუქზე" და ასევე როგორი იყო თქვენი კოლეგების გამოხმაურება ამ ძალადობაზე, „ენჯეოების", თქვენი თანაპარტიელების და ა.შ.


რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ძალადობა. არც ერთი არ დაგიგმიათ. ეს ხომ სირცხვილია, კოლეგაა. რაღაც ფორმალური კოლეგიალობა მაინც ხომ არსებობს, სირცხვილია. როდესაც სპორტსმენებზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ხომ არ დაგიგმიათ, არ დაგიგმიათ. პოლიტიკოსებზე ფსიქოლოგიურად თავად ძალადობთ და ა.შ. ძალადობა არის ზოგადად თქვენი პარტიის ხელწერა. ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით. რა დანაშაულიც არის ჩადენილი, გამოვიძიებთ. ჩვენი დანაშაული არ არსებობს. ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, მაგას აკეთებთ თქვენ 2003 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება ძალადობას, რომელიც განხორციელდა, ბოლომდე ჩავყვებით თითო ფაქტს," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


მისივე თქმით, ყველანაირი ძალადობა დასაგმობია, თუმცა ზოგიერთი ამას მხოლოდ ცალმხრივად აკეთებს.


„თქვენ გმობთ ცალმხრივად ძალადობას, რაც არასწორია. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, „ქართული ოცნების" წარმომადგენელი გააკეთებს - ვგმობ, სახელმწიფოს წარმომადგენელი გააკეთებს - ვგმობ, ოპოზიციის წარმომადგენელი გააკეთებს, ვგმობ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930