11-05-2024
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტები პრემიერთან საერთო დავალებით მივიდნენ:
„ნაცების“ ტელევიზიების ჟურნალისტები პრემიერთან საერთო დავალებით მივიდნენ -
1. გაახმოვანონ აქამდე ათასჯერ გახმოვანებული მდაბიო ფეიკმესიჯები, კვლავ ბევრჯერ ახსენონ რუსეთი და რუსული.
2. რაც შეიძლება მეტი იუზრდელონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ, ილაპარაკონ სისულელეები გაუჩერებლად და არ დააცადონ არცერთი პასუხი პრემიერს.
3. წყობილებიდან გამოიყვანონ ირაკლი კობახიძე - ეს უკანასკნელი განსაკუთრებული სირთულის მისიაა. p. s. „ტვ1“ დარჩა, ნახეთ ისიც ზუსტად იგივეს თუ არ ეცდება“, - წერს მდინარაძ ფეისბუკზე.