11-05-2024
კეზერაშვილი ევროკავშირში თავისუფლად რომ გადაადგილდება, ეს არის ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რადგან მან საზოგადოებას გაუძარცვა ჯარი და ბიზნესმენები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კეზერაშვილისგან ხელფასის მიღება სირცხვილია.
„რაც შეეხება იმას, რომ რუსეთ აქ ზის და ა.შ. ეს მდარე სპეკულაციები გასაგებია, მაგრამ რაში გამოიხატება რუსეთის გავლენა საქართველოში. ვინ არის რუსი ოლიგარქი? კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენელი ასეთი გონორით არ ვისაუბრებდი. ჯარი გაძარცვა, პენსიონერებს ძარცვავს ახლა და ბიზნესს არეკეტებდა. კეზერაშვილი ევროკავშირში თავისუფლად რომ გადაადგილდება, ეს არის ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რადგან მან საზოგადოებას გაუძარცვა ჯარი და ბიზნესმენები. კეზერაშვილი შევიდა ერთ-ერთ რესტორანში თბილისში, მაშინ იყო ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი, მიმტანმა ვერ იცნო, უნდა ეცნო კეზერაშვილი დიდი კაცი იყო, ვერ იცნო და მიუტანა ჩეკი, ამაზე გამწარებულმა კეზერაშვილმა, მიმტანზე გაბრაზდა და შესაბამისად რესტორანზეც, მეორე დღეს გამოუწერა რესტორნის მეპატრონეს მილიონიანი ჩეკი, ეს სამარცხვინო კაცი. ის კაცი სხვათა შორის უკრაინაში გაიქცა, ჩემი ახლობლის მამა. სირცხვილია, ამ კაცის ტელევიზიაში მუშაობთ, ქალბატონო ჟიჟილაშვილო. კეზერაშვილის სუბსიდიებზე ზიხართ და როგორ არის გადანაწილებული წილები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სირცხვილია კეზერაშვილისგან ხელფასის მიღება. კაცი ჯარს ძარცვავდა, კაცი ბიზნესმენებს ძარცვავდა და კაცი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, სხვათა შორის ეს მოცემულობა არის ფართოდ დადგენილი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ფორმულას" ჟურნალისტს.