გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ხელოვნურად გვაცხოვრებენ პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, დამნაშავე პოლიტიკური ძალა, „ნაცმოძრაობა" ხელოვნურად დაგვინიშნეს აქ ოპოზიციად

11-05-2024

ჩვენ ხელოვნურად გვაცხოვრებენ ამ ჩაკეტილ პოლარიზაციის წრეში, აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი, ხელოვნურად დაგვიტოვეს ოპოზიციად კონკრეტულმა ძალებმა - „ნაცმოძრაობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაცმოძრაობის" ოპოზიციად დატოვება ხელოვნურად ქვეყანაში, ბუნებრივია, გულისხმობდა პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დარჩენას.


„დამნაშავეები დაგვიტოვეს ხელოვნურად. არც ერთი დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს, პირდაპირი შანტაჟის დონეზე კეთდებოდა განცხადებები. 2012 წლის შემდეგ პირდაპირ უკრძალავდნენ 2013-2014 წლებში ხელისუფლებას, რომ სამართალი აღესრულებინა კონკრეტული დამნაშავეების, უმძიმესი დამნაშავეების მიმართ და ხელოვნურად დაგვიტოვეს ეს ე.წ პოლარიზაცია, რასაც სინამდვილეში ჰქვია რადიკალიზმი. ხელოვნური პოლარიზაციის მთავარი სათავე, გაუმჭვირვალობასთან ერთად სწორედ ეს არის - ის, რომ ჩვენ ეს დამნაშავე პოლიტიკური ძალა, „ნაცმოძრაობა" ხელოვნურად დაგვინიშნეს აქ ოპოზიციად. როგორც ადრე დაგვინიშნეს ვიღაცებმა ხელისუფლებად, ასე დაგვიტოვეს და დაგვინიშნეს მერე ოპოზიციად. ეს, რა თქმა უნდა, მუდმივ პოლარიზაციაში ტოვებს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930