გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუ რაიმე არის ევროპული, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე

11-05-2024

გვაქვს 2 კვირა 14 მაისიდან 28 მაისამდე, როდესაც შეიძლება მივიღოთ ჩვენ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ღია ვართ ამ მსჯელობისა და დისკუსიისთვის, მაგრამ გვინდა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ რაიმე არის ევროპული, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.


„ვიღაცამ უნდა გვითხრას ერთხელ მაინც, რაც არავის არ უთქვამს დღემდე. თქვენ თუ გაიხსენებთ ერთ კონკრეტულ შენიშვნას კანონთან დაკავშირებით, რა არ მოსწონთ, არ არსებობს ასეთი შენიშვნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ სამართლებრივ შენიშვნას ამ კანონთან დაკავშირებით, მივიღებთ, განვიხილავთ. თუ არ მივიღებთ რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი, მაგრამ რატომ არის იცით რთული ამ კონკრეტული შენიშვნების წარმოდგენა, იმიტომ, რომ კანონში წერია ერთადერთი რამ, ორგანიზაცია წელიწადში ერთხელ აბარებს დეკლარაციას. ამაზე ვიღაცამ რომ თქვას ცუდიაო, უბრალოდ წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ეს არის პირიქით. თუ რაიმე არის ევროპული, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. როგორ შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ ეს ელემენტარული დონე გამჭვირვალობის შეიძლება იყოს ცუდი, როდესაც წელიწადში ერთხელ თავისი ფინანსების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ორგანიზაცია ქართულ საზოგადოებას. ამიტომ არ და ვერ აქვთ შენიშვნები კანონთან დაკავშირებით და ამიტომ ვისმენთ მხოლოდ ძალიან ზოგად განცხადებებს ამ კანონზე, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერის თქმით, როდესაც არგუმენტი არ არის, საბოლოო ჯამში, სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს.


„სამწუხაროდ, არიან კონკრეტული ძალები, რომლებსაც არ უნდათ გამჭვირვალობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ აჩვენებ ღირსეულ პოზიციას, მე მგონია, რომ ყველა გამოგყვება ამაზე. როდესაც არგუმენტი არ არის, საბოლოო ჯამში, სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს და როგორც შარშან გაიმარჯვა სიმართლემ, როდესაც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ასევე გაიმარჯვებს სიმართლე, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც, როდესაც წინ ვივლით ევროინტეგრაციის გზაზე. ამას ალტერნატივა არ აქვს, სიმართლეს, გამჭვირვალობას, ევროპულ ღირებულებებს, პრინციპებს ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. არ შეიძლება სიცრუეს ჰქონდეს უპირატესობა სიმართლესთან, მაშინ რა რჩება, ღირებულებების გარეშე რა რჩება იმისგან, რაც ასე ძალიან გვინდა ჩვენ, ეს არის დასავლური ცივილიზებული სამყარო. არსებითი განსხვავება დასავლურ სამყაროსა და სხვა სამყაროს შორის არის ის, რომ ის ეფუძნება სწორედ სიმართლეს, პრინციპებს და ამიტომ არის ჩვენთვის ღირებული ეს ყველაფერი და არა იმიტომ, რომ რომელიღაც ქალაქი შეიძლება უფრო მოგწონდეს სხვა ქვეყანაში არსებული თავისი ვიზუალური მხარით. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრინციპების და ღირებულებების დაცვა და აქ ბოლომდე გავყვებით ამ პროცესს. იქნება შენიშვნები, მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ დისკუსიისთვის, მთავარია, რომ წარმოადგინონ შენიშვნები" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930