გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 8 თებერვლიდან ასეულობით განკარგულება ქვეყნდება მთავრობის ვებგვერდზე, როდესაც მთავრობის გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს ვნერგავთ, რატომ არ შეიძლება, საზოგადოებისთვის მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი NGO-სექტორს

11-05-2024

როდესაც ჩვენ მთავრობის გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს ვნერგავთ, რატომ არ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის მოვითხოვოთ ამის მინიმალური სტანდარტი, როდესაც საქმე ეხება NGO-სექტორს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთელი პროცესი აჩვენებს, რომ კონკრეტულ ძალებს გამჭვირვალობის რეალურად ეშინიათ.


„არ არის სასიამოვნო გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ მთავრობაში დავნერგეთ გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტი. ყველა განკარგულება ქვეყნდება, ასეულობით განკარგულება 8 თებერვლიდან მოყოლებული მთავრობის ვებგვერდზე. როდესაც ჩვენ მთავრობის გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს ვნერგავთ, რატომ არ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის მოვითხოვოთ ამის მინიმალური სტანდარტი, როდესაც საქმე ეხება NGO-სექტორს", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728