გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ქაშვეთში მომხდარ ფაქტზე: დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა დარჩეს ქვეყანაში, ვინც არ უნდა იყოს, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, სხვა შემთხვევაში ვერ ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს

11-05-2024

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქაშვეთის ტაძარში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არახალი ამბავია.


„არათუ დაფარულად მოხდა ეს მორიგი მკრეხელური, ანტიეკლესიური ქმედება, გახსოვთ, 2 წლის წინ გამოდიოდნენ ეს ფაშისტები და ანტიევროპული ძალები და ღიად აუგად მოიხსენიებდნენ პატრიარქს. ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, საპატრიარქოს მოიხსენიებდნენ ცუდი სიტყვებით, ეს ხომ არახალი ამბავია, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის მტრული ძალა. „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პატარა პარტიები არიან მტრული, ფარისევლური, ყველაფრის მკადრებელი ბოროტი ძალა, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, არეულობა, ქაოსი. ამიტომ, საჭიროა, ყველას გაეცეს პასუხი. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა დარჩეს ქვეყანაში. ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ნებისმიერი ორიენტაციისა, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. სხვა შემთხვევაში ვერ ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930