12-05-2024
„როდესაც ევროპის მოედანზე გამოჩნდა special guest star „მეფე ნარიმანი“, როგორც საქართველოს ევროპული სვლის სულიერი ლიდერი, გამოაშკარავდა აქციონერთა ოდენობის უფრო დაკორექტირებული ვარიანტი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილი ამით გამოეხმაურა ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას და აღნიშნა, რომ აქციაზე დაახლოებით 17-18 ათასი მოქალაქე იმყოფება.
„სწორედ გამიგეთ - არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა დღეს „პირიქითა“ აქციაზე. მთავარია, არავინ გაციებულიყო კოკისპირული წვიმის ქვეშ.
მიუხედავად ამისა, მცოდნეებმა მაინც მომაწოდეს რაოდენობა - 17-18 ათასი. როდესაც ევროპის მოედანზე გამოჩნდა special guest star „მეფე ნარიმანი“, როგორც საქართველოს ევროპული სვლის სულიერი ლიდერი, გამოაშკარავდა აქციონერთა ოდენობის უფრო დაკორექტირებული ვარიანტი...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
« მარტი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |